შეხვედრა ცირა ყურაშვილთან

7B44BEC4 2361 469B 99D3 D5BF84299FE9 - შეხვედრა ცირა ყურაშვილთან

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სალონური შეხვედრების ციკლის ფარგლებში ცირა ყურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. საღამოზე მწერალმა ისაუბრა ხელოვანისა და თანამედროვე სამყაროს ურთიერთობის შესახებ, ასევე რეგიონის ლიტერატურულ ცხოვრებაზე და წაიკითხა ფრაგმენტები საკუთარი შემოქმედებიდან.
პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი ცირა ყურაშვილი ქუთაისში ცხოვრობს. ის ფართო მკითხველმა გაიცნო მოთხრობით „უკან არ მიიხედო“, რომელიც ლიტერატორების მიერ შეფასდა, როგორც ბოლო დროის (90-იანი წლების შემდგომი ლიტერატურული საქართველოს) ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა.
სამყაროსა და მოვლენების ღრმა აღქმა, თვითმყოფადი თხრობის სტილი და ენა, ეს ის აქცენტებია, რაც ცირა ყურაშვილის შემოქმედებას ყოველთვის გამოარჩევს სხვებისგან.