სიტყვა და მუსიკა – სილვა მორასტენთან ერთად

70523545 967346973601476 3554767452476801024 n - სიტყვა და მუსიკა - სილვა მორასტენთან ერთად

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუსიკალური საღამოების ციკლის ფარგლებში ახალგაზრდა ჩეხი მუსიკოსისადა შემსრულებლის სილვა მორასტენის(Silva Morasten) საღამო გაიმართა. სილვა მორასტენისიმღერებს ევროპელი პოეტების შემოქმედების მიხედვით ქმნის და შესრულების თვითმყოფადი და განსაკუთრებული მანერით გამოირჩევა.

„ჩემი ოფიციალური სახელია ირინა ბაბიჩკა, ჩემი მეგობრები კი მეძახიან სილვას. მიუხედავად ამისა მთელი ჩემი შემოქმედება არის ფსევდონიმ„მორასტენის“ სახელით შექმნილი. ჩემი შემოქმედების მთავარი მიზანია, პოეზია გავაერთიანომუსიკასთან ისე რომ დამოუკიდებელი იყოს ყველა მუსიკალური ჟანრისგან და მათ შეიძლება „შანსონი“ ეწოდოს. ძირითადად თავად ვმღერი და ვუკრავ ფორტეპიანოზე, მაგრამ ასევე ვიყენებ საქსაფონსადა სიმებიანინსტრუმენტებს. ყოველთვის მზად ვარ ახალი მუსიკალური აღმოჩენებისთვისდა სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ მაინტერესებს საქართველო ასე ძალიან.“ – ამბობს სილვა.

საღამოზე მუსიკოსმა სხვადასხვა პოეტების ტექსტებზე დაწერილ სიმღერებთან ერთად საკუთარ ლექსებზე შექმნილი ნაწარმოებებიც შეასრულა.