III საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

Kote 22 232 2 - III საერთაშორისო კონფერენცია „სემიტოლოგიური ძიებანი“

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს ტრადიციას და 2019 წლის 22-23 ოქტომბერს,  მასპინძლობს III საერთაშორისო კონფერენციას „სემიტოლოგიური ძიებანი“.

კონფერენციის ტრადიცია 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მუზეუმების გაერთიანებამ პირველი საერთაშორისო კონფერენციის, ხოლო 2018 წელს ახალდაარსებული კოტე წერეთლის სამეცნიერო ცენტრთან ერთად, მეორედ უმასპინძლა კონეფერენციის  ,,სემიტოლოგიური ძიებანის“ ადგილობრივ და უცხოელ მონაწილეებს.

კონფერენციის მიზანია, სემიტოლოგიური სკოლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  ფართო სპექტრით წარმოჩენა და მისი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. კონფერენცია წარმოდგენილია აღმოსავლეთმცოდნეობის სხვადასხვა მიმართულებით: ებრაული და არამეული ენები,  ებრაული იდენტობის საკითხები, ებრაული ენა და ლიტერატურა, არაბული ენა და ლიტერატურა. აღმოსავლური კულტურის საკითხები საქართველოში.

საერთაშორისო კონფერენცია ,,სემიტოლოგიური ძიებანი“ ეძღვნება მსოფლიო მნიშვნელობის სემიტოლოგს, ენათმეცნიერს, საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებლს, აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულების დამაარსებელსა და სამეცნიერო ჟურნალის – „სემიტოლოგიური ძიებანი” – ხელმძღვანელს, აკადემიკოს კოტე (კონსტანტინე) წერეთელს.