თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 25 ოქტომბერს გამართული ღონისძიება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ქორეოგრაფ პინა ბაუშსა და მის შემოქმედებას მიეძღვნა.
„არ მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები.
მე მაინტერესებს – რა ამოძრავებთ მათ”
საღამოზე პინა ბაუშის სათეატრო ხელოვნების შესახებ თეატრმოცდნე თამარ შუკაკიძემ ისაუბრა.