ოპერა „თევზის წერილები“ – თამარ ფუტკარაძე

75253036 1011573319178841 8310182240772423680 o - ოპერა „თევზის წერილები“ - თამარ ფუტკარაძე

15 ნოემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში კომპოზიტორ თამარ ფუტკარაძის ოპერიდან  – „თევზის წერილები“ რამდენიმე ფრაგმენტის წარდგენა გაიმართა.

ოპერა „თევზის წერილები“ გოდერძი ჩოხელის ამავე სახელწოდების მოთხრობის ინსპირაციით შეიქმნა და მისი პრემიერა 2018 წელს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა.

📎 მთავარი გმირი ქალია, რომელიც რეალური ცხოვრებისა და ურთიერთობების კომპენსაციას ვირტუალურ სივრცეში ახდენს და დამოკიდებულია სოციალურ ქსელზე – ფეისბუკზე.
📎 ოპერაში ნაჩვენებია, თუ რა როლი აქვს სოციალურ ქსელს ჩვენს ცხოვრებაში – რომ ადამიანები ერთმანეთისაგან ვეღარ მიჯნავენ რეალურ და ვირტუალურ სამყაროს.

ფრაგმენტები ოპერიდან თავად ავტორმა – კომპოზიტორმა თამარ ფუტკარაძემ (ვოკალი) და მუსიკისმცოდნემ და პიანისტმა ლიანა ხორბალაძემ (ფორტეპიანო) შეასრულეს.