ჰენრიკ ჰრინევსკი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრატორი

78632196 1023528191316687 4572187502013579264 o - ჰენრიკ ჰრინევსკი - ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრატორი

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჰენრიკ ჰრინევსკის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო – „ჰენრიკ ჰრინევსკი – ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების ილუსტრატორი“ გაიმართა.

ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938 წ.წ.) – ცნობილი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ერთ-ერთი პირველი პედაგოგი იყო. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. მას ეკუთვნის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გედევანიშვილისეული 1914 წლის პირველი აკადემიური გამოცემის მხატვრული გაფორმება.

ჰენრიკ ჰრინევსკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ანა მგალობლიშვილმა ისაუბრა.