2 დეკემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმში სალონური შეხვედრების ციკლის – „აქცენტების“ მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ავტორ ქეთი ჯოლბორდის დებიუტი შედგა.
ქეთი ჯოლბორდისთვის პოეზია შინაგანი დიალოგი, თვითშემეცნებაა:
„ჩემი ტექსტი მეტაფორული ხმაა. თითქოს ყველა ტკივილს ვმალავ კარგად შეფუთულ სიტყვებსა და აზრობრივ ლაბირინთებში, მაგრამ არაფრით არაა რთული აქ გზის გაკვალვა, რადგან საკმარისზე მეტი გულწრფელობა გიშვებს ტექსტში.
სიტყვები ხომ მუდამ რაღაცაზე მიუთითებენ, ამ შემთხვევაში ნაფეხურებზე, გამომყევით…“
ქეთი ჯოლბორდი.
„აქცენტების“ შეხვედრების მოდერატორია ცირა ბარბაქაძე.