ზემო ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებას ესტუმრნენ

79122058 1039518383051001 5517454987195580416 o - ზემო ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებას ესტუმრნენ

15 დეკემბერს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებას ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია და მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით ზემო ნიქოზში დაარსებული წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სტუმრებმა ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ექსკურსიის შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „მოკლე ჩართვა”.

ნინი სანადირაძემ სტუმრებს საჩუქრად თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გამოცემა „ზაქარია ფალიაშვილი“ გადასცა და გაერთიანებისა და საზღვრისპირა რეგიონის სკოლებთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ზემო ნიქოზის ხელოვნების სკოლაში 100-ზე მეტი ბავშვი 5 სხვადასხვა სოფლიდან დადის. ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგს ეუფლებიან და ხელოვნების ისტორიას სწვალობენ.

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ზემო ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებსა და საზღვრისპირა მოსახლეობას გაერთიანების ცხრავე მუზეუმში მუდმივად უმასპინძლებს და ერთბლივი ღონისძებების განხორციელებსაც გეგმავს.