16 დეკემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორისა და მომღერლის თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
კონცერტის ფარგლებში შესრულდა ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების ვოკალური ნაწარმოებები.
მონაწილეობა მიიღეს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის სტუდენტებმა:
• თორნიკე სახოკიამ
• მარიამ ნადიბაიძემ
• აკაკი გუგუშვილმა
• მიხეილ მამულაშვილმა
• გურამ მარგველაშვილმა
• მაია გაბუნიამ
• შოთა ქუტიძემ
• გიორგი გულიაშვილმა
• მარიშა შახდინაროვამ
• ლექსო კაპანაძემ
• ვალერიან მჭედლიშვილმა
აკომპანირება გაუწიეს კონცერტმაისტერებმა ლელა უსეინაშვილმა და მარინა ადამაშვილმა.