იდეოლოგია და ხელოვნება

და ხელოვნება 01 - იდეოლოგია და ხელოვნება

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი ახალ პროექტს იწყებს.

„იდეოლოგია და ხელოვნება“ შეხვედრების ახალი ციკლია, რომელიც მოიცავს XX საუკუნის საბჭოთა საქართველოს იდეოლოგიის პირობებში არსებული ტენდენციების ასახვას ხელოვნებაში.

მნიშვნელოვანია დისკურსი, თუ როგორ პასუხობს ხელოვნება საბჭოთა იდეოლოგიურ მოცემულობას და რა პირობებში ხდება ახალი ვიზუალური კონსტრუქტისა და სამეტყველო ენის ფორმირება, რადგან  არსებულმა ისტორიულმა ფორმაციამ და ჩამოყალიბებულმა დღის წესრიგმა ხელოვნებას, როგორც მიმართულებას რადიკალური ინსტრუმენტალიზაციისკენ  უბიძგა.

ციკლის განმავლობაში განხილული იქნება საბჭოთა პერიოდის ხელოვნების სხვადასხვა დარგის შინაარსი და ვიზუალური სახე, ასევე საუბრები შეეხება XX საუკუნის სხვადასხვა ქრონოლოგიურ ეტაპს, საბჭოთა საქართველოს ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს, საკითხის ფართო რაკურსიდან  და ასევე პერიოდიზაციის პრობლემიდან გამომდინარე  ლექციები იქნება ქრონოლოგიურად  განსაზღვრული, რაც მსმენელებს მისცემს საშუალებას კომპლექსური ინფორმაცია მიიღონ ვიზუალური ხელოვნების  სხვადასხვა დარგებთან მიმართებით:

საბჭოთა კინოსა და თეატრის მხატვრობა;
საბჭოთა არქიტექტურა;
საბჭოთა სახვითი ხელოვნება;
საბჭოთა ქალაქი (დაგეგმარება) და ა.შ.
საბჭოთა გმირი;
საბჭოთა ეპოქა და ცენზურა და სხვ.

☑ მნიშვნელოვანია ასევე, ლექციების ფორმატში, დაეთმოთ სივრცე ახალგაზრდა მკვლევარებსაც, რაც საშუალებას მისცემს მათ გაუზიარონ თავიანთი კვლევის შედეგები ფართო აუდიტორიას.

📍პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 16 იანვარს, 18:00 საათზე
მისამართი: თბილისი, დ. ბაქრაძის #10
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი