ელდარ გეწაძის შემოქმედებითი საღამო

G37 6084 - ელდარ გეწაძის შემოქმედებითი საღამო

21 იანვარს, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, საოპერო მომღერლის, ელდარ გეწაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ ელდარ გეწაძეს მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში შესრულებული აქვს ბარიტონის ორმოცდახუთი წამყვანი პარტია.
მომღერლის დებიუტი 1973 წელს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისში“ – კიაზოს პარტიის შესრულებით შედგა.

ელდარ გეწაძე ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატია.