5 თებერვალი, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძესთან შეხვედრით აღნიშნა.
შეხვედრას თბილისის 144-ე საჯარო სკოლისა და თბილისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. მწერალმა ბავშვებს ზღაპრები და სხვადასხვა საბავშვო წიგნიდან ამონარიდები წაუკითხა.
მწერალმა ასევე ისაუბრა ილუსტრაციის შექმნის პროცესზე – საბავშვო წიგნზე მუშაობის დროს.