თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება-ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, 7 თებერვალს, ბალეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრიმაბალერინა ლალი კანდელაკთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე პრიმაბალერინამ ისაუბრა XXI საუკუნის გამოწვევებზე საბალეტო ხელოვნებაში.