ღია კარის დღე კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში

87384968 2730801436968918 3466728882130911232 n - ღია კარის დღე კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში

დღეს, 1 მარტს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში, სოსო წერეთლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე გაიმართა.

მუზეუმში ჩატარდა ექსკურსიები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამა „იალქნებიდან სამოსამდე“.

მუზეუმს ესტუმრნენ: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კალვათაში არსებული კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმის თანამშრომლები; ქალბატობი ელენე გიუნაშვილი – რომლის პორტრეტიც – “გოგონას პორტრეტი ყვავილებით” – სოსო წერეთელმა 1979 წელს დახატა, „not Museum- თანამედროვე ხელოვნების სტუდია“ და სხვა დამთვალიერებლები.