წერილი მუზეუმს ..

96253986 234886427953897 1747675677970137088 n - წერილი მუზეუმს ..

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს!

ყველა წერილი, მოკლე ტექსტური შეტყობინება თუ საინფორმაციო ფურცელი დღევანდელ შეცვლილ და ჩაკეტილ რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მძლავრი საინფორმაციო შესაძლებლობაა.

წერილი, ჩანაწერი, უსტარი, მოკითხვა, ბარათი, შეტყობინება, ცნობა, განცხადება თუ სხვა დღეს რეალობის გადმოსაცემი საშუალებაა, სამომავლოდ კი, მოგონება და ხშირად ემოცია, გრძნობა და ისტორიაც შეიძლება გახდეს. ისტორია, რომელიც მემორიალური მნიშვნელობითაც მომავალი თაობებისთვის საინტერესო იქნება და დროის და წარსულის გადმოცემასაც შეძლებს.

წერილი მუზეუმს

ჩვენი ახალი პროექტია, რომლის მიზანია, მუზეუმები იქცნენ საზოგადოებისა და მუზეუმის გამაერთიანებელ პლატფორმად, ადგილად, სადაც შესაძლებელია გავიხსენოთ მუზეუმებსა და სამუზეუმო ფონდებში დაცული მემკვიდრეობის ადამიანური მნიშვნელობა, ადამიანური ისტორიები, დამოკიდებულებები, ტკივილები თუ სიხარულები.

რას მისწერდით ილიას, გალაკტიონს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ან სულაც ტატოს, ზაქარია ფალიაშვილს, ოლღა გურამიშვილს, სოსო წერეთელს, მერაბ კოსტავას, ვახტანგ ჭაბუკიანს… ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას? გალაკტიონის ოლლკინსა თუ სხვებს?

რას მოუყვებოდით მათ საქართველოს დღევანდელ დღესა და გამოწვევებზე? რა კავშირი აქვს წარულსა და დღევანდელობას?

მოგვიყევით თქვენეული განცდები მათი წერილების კითხვისას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს.

წერილები – ხელნაწერის თუ ვიდეოს სახით – გამოგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: lettertomuseum@gmail.com

☑ წერილები და ვიდეომიმართვები განთავსდება გაერთიანების ფეისბუკ და იუთუბ არხზე.