თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებისთვის იხსნება

51041730 808362709499904 5398922307961880576 n 1 - თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებისთვის იხსნება

საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 24 ივნისიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულები დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი ყველა მემორიალური სახლ-მუზეუმი დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებს.

ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისა და დაავადების საფრთხის შემცირების მიზნით,
2020 წლის 2 მარტიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ ყველა სტრუქტურულ ერთეულში შეჩერდა დამთვალიერებლებისა და ვიზიტორების მიღება.