მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა

წელი: 2020

გარეკანი: მაგარი

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 60 ლარი

 

„მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური კვლევითი პუბლიკაციაა, რომელიც ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

პუბლიკაციაში წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი პირადი წერილები, მდიდარი ფოტომასალა და სხვადასხვა საარქივო დოკუმენტი.

გამოცემა აერთიანებს თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის ფონდში დაცულ ექსპონატებს, საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ მასალებს.

მერაბ კოსტავას შესახებ მსგავსი მასშტაბის კვლევითი პუბლიკაცია პირველად გამოიცემა.
პუბლიკაცია ორენოვანი გამოცემაა, რომელიც თავისი ფორმით, შინაარსითა თუ მნიშვნელობით, საეტაპო კვლევას წარმოადგენს.

გამოცემაში შესულია კონსტანტინე გამსახურდიას, ციცინო მაღლაფერიძის, რუსუდან ქუთათელაძის, მანანა ტაბიძის, ნინი სანადირაძის სტატიები და სხვა მნიშვნელოვანი უცნობი მასალები.

გამოცემა მიზნად ისახავს მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობის გააზრებასა და უახლესი ისტორიის იმ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის გახსენებას, რომელიც სამუზეუმო ფონდებსა და საარქივო მასალებშია დაცული.

 

წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში

ასევე:

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა – Bookshop Santa Esperanza

შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro

Stamba Books • სტამბის წიგნები

Parnassus books