თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი

წელი: 2017

გარეკანი: მაგარი

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

ფოტოგრაფი: მირიან კილაძე

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 80 ლარი

 

„ეს ორი პატარა ოთახი, სადაც ვნახე რამდენიმე შესანიშნავი თოჯინა, ბევრ სიხარულს იძლევა. ჩვენი პატარა მუზეუმი უეჭველად ძალიან დიდი საქმეა. აქ არის დაწყებული დიდად საინტერესო საქმე, მას აქვს პერსპექტივა და მე მინდა ვუსურვო ამ მხატვრული ამბის დამწყებს შესანიშნავი მომავალი, ჯერ-ჯერობით კი სიხარულით ვულოცავ ამ საქმის დაწყებას“.

რაც უფრო მეტს შლი წიგნს და ტექსტებს მიუყვები, მით უფრო გინდება მუზეუმის ყველა ექსპონატი ცოცხლად ნახო და ბავშვებთან ერთად ყველა თამაშში მიიღო მონაწილობა.

წიგნში წარმოდგენილია თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში დაცული ექსპონატები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოძიებული და შეკრებილი ძველი ქართული თამაშები, სათამაშოები და ისეთი ფაქტები, რომლებიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის.

წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზეა და მასში წარმოდგენილი ექსპონატები და ფოტოები დაცულია თბილისის მუზეუმების გაერთიანება – სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში.

 

წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში

ასევე:

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა – Bookshop Santa Esperanza

შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro

Stamba Books • სტამბის წიგნები

Parnassus books