წერილები წარსულიდან

წელი: 2019

გარეკანი: რბილი

მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი

გამომცემლობა: შ.პ.ს. „სეზანი“

ღირებულება: 32 ლარი

 

უნდა ვაღიაროთ, რომ უცხო ადმიანების პირადი წერილები, უბის წიგნაკის ჩანაწერები, ჩანახატები თუ მინაწერები ფრიად ამაღელვებელია და თუ ისინი ამ ადამიანების ცხოვრებისეული ფაქტების ამსახველია და არა ჭორი, მაშინ გულგრილად დარჩენა შეუძლებელია.

დღეს, ინტერნეტისა და მობილური კავშირის ეპოქაში, ეპისტოლარული ჟანრი თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ უცებ თუ გაგიჩნდებათ სურვილი ვინმესთვის წერილის მიწერისა ამის სწავლის საშუალებას მოგცემთ ილია, გალაკტიონი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი, მერაბ კოსტავა, კოტე და სოსო წერეთლები, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დამთვალიერებელთა წერილები.

წიგნში წარმოდგენილია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, რომელიც ხშირად ცდება პირადული მიმოწერის შინაარსს და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს.

გამოცემაში თავმოყრილია: ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დამთვალიერებელთა წერილები.

წიგნში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან.

 

წიგნის შეძენა შესაძლებელია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში

ასევე:

წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა – Bookshop Santa Esperanza

შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro

Stamba Books • სტამბის წიგნები

Parnassus books