„მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – ძეგვში

116347549 1229814214021416 2889775244574866953 o - „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ - ძეგვში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს პროექტს „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ და 29 ივლისს საგანმანათლებლო პროგრამით – „თოჯინების ისტორია“ – წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.

პროგრამას მეთოჯინე ბაჩო ცანავა უძღვებოდა.

„მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2018 წლიდან, ყოველ ზაფხულს იმართება.

პროექტი გულისხმობს სხვადასხვა საგანმანათლებლო
პროგრამისა და ვორკშოპის რეგიონებში ჩატარებას, გასვლითი ღონისძიებების სახით.