მოდერნიზმის იდეები საბჭოთა ქართულ არქიტექტურაში

87076879 146106623173513 4032915432712175616 n 764x1024 1 - მოდერნიზმის იდეები საბჭოთა ქართულ არქიტექტურაში

20 თებერვალს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრში, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმის პროექტ „იდეოლოგია და ხელოვნების“ ფარგლებში, პირველი საჯარო ლექცია გაიმართა.

მომხსენებელმა ალექსანდრე ჩუბინიძემ დამსწრე საზოგადოებას ლექცია „მოდერნიზმის იდეები საბჭოთა ქართულ არქიტექტურაში“ წაუკითხა.

ალექსანდრე ჩუბინიძემ ისაუბრა:

☑ როგორი სახით შემოაღწია საბჭოთა საქართველოში არქიტექტურის მოდერნისტულმა ფორმამ;
☑ რა გავლენა მოახდინა საბჭოთა იდეოლოგიურმა სისტემამ;
☑ როგორი სახის ევოლუციური გზა განვლო.

მომხსენებლმა განიხილა მოდერნისტული არქიტექტურის სამი ობიექტი – თუ როგორია მათი შინარსობრივი და ურბანული ხატი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში:

🏦 თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი;
🏦 ჭადრაკის სასახლე;
🏦 საავტომობილო გზების სამინისტრო.