საჯარო ლექცია – „ოლია ოკუჯავა“

IMG 5375 1 1 - საჯარო ლექცია - „ოლია ოკუჯავა“

11 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საჯარო ლექცია – „ოლია ოკუჯავა“ – გაიმართა.

პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1920-იანი წლებიდან დაიწყო, ფართო მასშტაბი კი 1930-იან წლებში მიიღო. ამ წლების განმავლობაში მრავალი ადამიანი პოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა ნიშნით დახვრიტეს, გადაასახლეს, დააშინეს, ისტორიიდან წაშალეს. მათ შორის იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, დიმიტრი შევარდნაძე; პოლიტიკოსები – ბუდუ მდივანი, მამია ორახელაშვილი, მიხეილ ოკუჯავა და სხვანი.

ლექცია წაიკითხა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა.

მომხსენებელმა ისაუბრა 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებზე, მიზეზებსა და შედეგებზე, ეროვნულ კონტექსტსა და ტოტალიტარულ მმართველობაზე.