საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი – შალვა მჭედლიშვილი

25 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში, შეხვედრების ციკლის – „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი“ – ფარგლებში, მორიგი ღონისძიება გაიმართა.

პოეტმა, პროზაიკოსმა, ია (იკა) ქადაგიძემ, ისაუბრა ანტისაბჭოთა მწერალ შალვა მჭედლიშვილზე, რომელიც ჯერ კიდევ 22 წლისა „იდეოლოგიურად მიუღებელი“ პოეზიის გამო დააპატიმრეს.