ღონისძიება „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართა

27 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიება „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართა. ღონისძიება გახსნა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა “სი-მმა”. მოწვეულმა სტუმრებმა – ზვიად კვარაცხელიამ, შორენა ლებანიძემ, ირაკლი შამათავამ, ბესო სოლომანაშვილმა, მარიამ წიკლაურმა, გიორგი შერვაშიძემ, რობერტ მესხმა და ლევან ლორიამ წაიკითხეს ფრაგმენტები აფხაზეთისადმი მიძღვნილი საკუთარი მოთხრობებიდან. ღონისძიება „აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ თბილისის მუზეუმების […]

საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი – შალვა მჭედლიშვილი

25 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში, შეხვედრების ციკლის – „საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი“ – ფარგლებში, მორიგი ღონისძიება გაიმართა. პოეტმა, პროზაიკოსმა, ია (იკა) ქადაგიძემ, ისაუბრა ანტისაბჭოთა მწერალ შალვა მჭედლიშვილზე, რომელიც ჯერ კიდევ 22 წლისა „იდეოლოგიურად მიუღებელი“ პოეზიის გამო დააპატიმრეს.

გამოფენა: „ვერა წიგნაძე-ბალეტის ვარსკვლავი“ გაიხსნა

IMG 6851 - გამოფენა: „ვერა წიგნაძე-ბალეტის ვარსკვლავი“ გაიხსნა

24 სექტემბერს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამოფენა: „ვერა წიგნაძე-ბალეტის ვარსკვლავი“ გაიხსნა. გამოფენა, რომელიც ბალერინას დაბადების დღის თარიღს (24 სექტემბერს) მიეძღვნა, მუზეუმში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღბეჭდილი წამი

წამი scaled - აღბეჭდილი წამი

⏳ დრო ის პირობითი განზომილებაა, რომელსაც ადამიანები ვერც ვაჩერებთ და ვერც ვიმორჩილებთ, არც კი ვიცით, სად იწყება. დრო არასდროს ჩერდება – ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის. მასზე ფილოსოფოსები, ხელოვანები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საუბრობდნენ და მომავალშიც ისაუბრებენ. გაჩერებული საათი, მხატვრების ცნობილი ტილოები, ჩანაწერები, რომლებიც ავტორის იმ დროის გრძობებს ასახავს, შეგრძნებები, რომელიც წარსულში გვაბრუნებს.. როგორ ცდილობდნენ ადამიანები […]

საჯარო ლექცია – „ოლია ოკუჯავა“

IMG 5375 1 1 - საჯარო ლექცია - „ოლია ოკუჯავა“

11 სექტემბერს თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში საჯარო ლექცია – „ოლია ოკუჯავა“ – გაიმართა. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1920-იანი წლებიდან დაიწყო, ფართო მასშტაბი კი 1930-იან წლებში მიიღო. ამ წლების განმავლობაში მრავალი ადამიანი პოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა ნიშნით დახვრიტეს, გადაასახლეს, დააშინეს, ისტორიიდან წაშალეს. მათ შორის იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, დიმიტრი შევარდნაძე; პოლიტიკოსები – […]

ვორკშოპი „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ ღია ცის ქვეშ

IMG 6078 1 - ვორკშოპი „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ ღია ცის ქვეშ

10 სექტემბერს არტოს ბაღში თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვორკშოპით უმასპინძლა ბავშვებს. „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების პედაგოგ-გიდმა, მარიამ გაბისონიამ, ჩაატარა. ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორია, მაკნატუნას თავგადასავალი და თავად გახდნენ ზღაპრის ავტორები.

აბესალომ და ეთერი – ლიბრეტოში სახეცვლილი ეპოსი

018 - აბესალომ და ეთერი – ლიბრეტოში სახეცვლილი ეპოსი

3 აგვისტოს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ლექციების ციკლის – „ვარიაციები მუსიკალურ თემებზე“ – ფარგლებშიც, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა პაიჭაძემ საჯარო ლექცია „აბესალომ და ეთერი – ლიბრეტოში სახეცვლილი ეპოსი“ წაიკითხა. ლექცია მიეძღვნა დირიჟორისა და კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღეს. სტუმარმა ისაუბრა შემდეგ თემებზე: 📎 ოპერის ლიტერატურული პირველწყარო – ეპოსი,ზღაპარი, თუ რომანი? […]

„მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – ნიქოზში

IMG 0394 1 - „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ - ნიქოზში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს პროექტს „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ და 31 ივლისს საგანმანათლებლო პროგრამით – „კედლების ენა“ – ნიქოზის ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლას ვესტუმრეთ 🎨 პროგრამას თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის პედაგოგ – გიდი, მარიამ ევსია, უძღვებოდა. „მუზეუმი მუზეუმს გარეთ“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც 2018 წლიდან, ყოველ ზაფხულს იმართება. პროექტი გულისხმობს […]