თბილისის მუნიციპალური „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა – განკარგულება 30.02.651) და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და  ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.

  • ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

    თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7

  • გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი

    თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

    თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17

  • კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი

    თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ.N2

  • ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი

    თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N 83/23

  • ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი

    თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10

  • მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი

    თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1

  • მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი

    თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის N21

  • თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი

    მიმდინარეობს რეექსპოზიციის პროცესი

მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს.

მუზეუმები მემორიალური სახისაა, გარდა თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმისა. თითოეულ მათგანში განთავსებულია მემორიალური ან  ეპოქალური  ნივთები. მუზეუმებში მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის თემატური  საგანმანათლებლო პროგრამები რომელიც თეორიულ ნაწილთან ერთად ვიზიტორებს პრაქტიკულ გაკვეთილებსაც სთავაზობს. გაერთიანების სტრუქტურაში შემავალი მუზეუმები ორიენტირებულნი არიან გააცნონ დამთვალიერებლებს იმ ადამიანთა სახელები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით  XIX-XX საუკუნეების ქართულ კულტურის ჩამოყალიბებაში. მუზეუმების უმეტესობა მსოფლიო სტანდარტებს არის მორგებული. დამთვალიერებლები მემორიალური მუზეუმის სხვა კუთხით დანახვის საშუალება ეძლევა. იგი გაეცნობა არა მხოლოდ პიროვნების ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს, არამედ სრულიად ეპოქას და თბილისური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება დაფუძნებისთანავე აქტიურად მუშაობს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მიმართულებებით.
ასევე აქტიურად ახორციელებს ისეთ ინსფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა გაერთიანებაში შემავალი მემორიალური მუზეუმების რეაბილიტაცია და მათი საექსპოზიციო სივრცეების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.

2017 წლის 27 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა, რომელიც სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნა.

ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმის საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია მუზეუმების გაერთიანების პირველი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ვახტან ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობდა – კერძოდ, მხოლოდ ერთი საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაცია-რეექსპოზიციას.

1 - ჩვენ შესახებ
1new - ჩვენ შესახებ

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) – ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

2017 წელს თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნითი ღონისძიება გამართა.

საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. რეექსპოზიციის პროექტის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური მეთოდებით – ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად და მიმზიდველი აქციოს დამთვალიერებლისათვის.

1 3 - ჩვენ შესახებ
1new 1 - ჩვენ შესახებ

2019 წლის 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნა.

მუზეუმის საგამოფენო კონცეფცია ეს არის მცდელობა აღადგინოს ოთხმოციანი წლების ეპოქა, აჩვენოს ის წინააღმდეგობით აღსავსე სოციალურ-მორალური სურათი, რომელიც წინ უძღოდა საბჭოთა იმპერიის ნგრევას საქართველოში.

1 ts 1 - ჩვენ შესახებ
1 ts new - ჩვენ შესახებ