ვორკშოპი „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ ღია ცის ქვეშ

IMG 6078 1 - ვორკშოპი „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ ღია ცის ქვეშ

10 სექტემბერს არტოს ბაღში თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვორკშოპით უმასპინძლა ბავშვებს. „ბალეტში გაცოცხლებული ზღაპარი“ თბილისის მუზეუმების გაერთიანების პედაგოგ-გიდმა, მარიამ გაბისონიამ, ჩაატარა. ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს ბალეტისა და საბალეტო ტანსაცმლის შექმნის ისტორია, მაკნატუნას თავგადასავალი და თავად გახდნენ ზღაპრის ავტორები.