119968792 1276123589390478 2172681199136501803 o - აფხაზეთი - მეხსიერების მუზეუმი

დამატებითი ინფორმაცია

Facebook

შემდეგი ღონისძიბა

თარიღი

27.09.2020

დრო

18:00 - 21:00

აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი

აფხაზეთი და სოხუმი ჩვენი სამშობლოა, უფრო მეტია, ვიდრე რუკაზე მონიშნული ტერიტორია და საგზაო მანიშნებლები საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მგზავრობისას, რომლებიც დასავლეთ საქართველოსკენ, სოხუმისკენ მიგვითითებენ.

სოხუმი თითეული ადამიანისთვის ინდივიდუალური ამბავია, ვისთვის მითია, ვისთვის ტკივილი, ვისთვის ისტორია და ვისთვის უწყვეტობა.

🌴 თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გიწვევთ აფხაზეთისა და სოხუმის გასახსენებლად.

მოწვეული სტუმრები: ზვიად კვარაცხელია, გურამ ოდიშარია, შორენა ლებანიძე, ირაკლი შამათავა, ბესო სოლომანაშვილი, ნინო გუგეშაშვილი, ბექა ქურხული, თამრი ფხაკაძე, მარიამ წიკლაური, გიორგი შერვაშიძე წაიკითხავენ ფრაგმენტებს აფხაზეთისადმი მიძღვნილი საკუთარი მოთხრობებიდან.

ღონისძიება გაიმართება ღია სივრცეში – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში.

⏰ დრო: 27 სექტემბერი |18:00 საათი
📌 მისამართი: გიორგი ჩუბინაშვილის ქ.N22
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

დასწრება თავისუფალია.