ინფორმაცია

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო ცენტრი ბავშვებსა და მოზარდებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვადასხვა თემტურ ვორკშოპს სთავაზობს. საგანმანათლებლო ცენტრი თავისი პროგრამებით წარმოადგენს ისეთ სივრცეს, სადაც ბავშვებიცა და მოზარდებიც იღებენ არა მხოლოდ განათლებას, არამედ სოციალური ურთიერთობების გამოცდილებასაც.

საგანმანათლებლო ცენტრის გარემო და საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს ბავშვებსა და მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ეხმარება სამყაროს უკეთ შეცნობაში. ამ გარემოში ისინი იმ ადამიანთა შორის არიან, ვინც მათ მიმართ კეთილგანწობილია.
სწავლის პროცესი მარტივი და საინტერესოა და რაც მთავრია, მათ ყელაფერი გამოსდით: ქართული ტრადიციული დედოფალები და იაპონური თოჯინები, საახალწლო მისალოცები და საჩუქრები.

მოკლე ინფორმაცია:

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

1937

ექსპონატთა რაოდენობა:

300

ისტორია

no image - საგანმანათლებლო ცენტრი

გალერეა

ვიზიტი

დასახელება
ფასი (ლარი)
მოზრდილი
5,00
მოსწავლე/სტუდენტი
2,00
გიდის მომსახურება სასკოლო ჯგუფისთვის
5,00
გიდის ინდივიდუალური მომსახურება ქართულ ენაზე
10,00
გიდის ინდივიდუალური მომსახურება ინგლისურ ენაზე
20,00
გიდის ინდივიდუალური მომსახურება რუსულ ენაზე
20,00
საგანმანათლებლო პროგრამები
5,00

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.