ინფორმაცია

ქართველი მწერალი შიო არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი - დედაბრიშვილი) დაიბადა 1867 წლის 16 დეკემბერს დუშეთის რაიონის სოფელ ქარისხევში, ღარიბი მღვდლის ოჯახში. 1877 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
დაუახლოვდა რა, რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, 1887 წელს სემინარიიდან გარიცხეს. თუმცა, 2 წლის შემდეგ აღიდგინა თავი სემინარიაში, რომელიც 1889 წელს დაამთავრა და 1890 წელს ვარშავის საბეითლო (სავეტერინარო) ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.
1893 წელს ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა „საქართველოს განთავისუფლების ლიგა“, რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში. მწერალმა 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა.
შიო არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები – ეტიუდი, ესკიზი, სურათი.
შიო არაგვისპირელი გარდაიცვალა 1926 წლის 2 იანვარს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მოკლე ინფორმაცია:

მუზეუმის დაფუძნების თარიღი:

1957

მუზეუმის ტიპი:

მემორიალური

მუზეუმის ფართობი:

72

მუზეუმის შენობის სტატუსი:

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2007 წლის 1 ოქტომბრის N 3/181 ბრძანება)

ისტორია

shio info - შიო არაგვისპირელის მემორიალური სახლ-მუზეუმი

თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეული, შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს (თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N13ა.) ამ სახლში მწერალი მეუღლესთან, ცნობილ ბავშვთა ექიმთან, მარიამ ბაქრაძესთან, ერთად 1902-1926 წლებში ცხოვრობდა.
მწერალს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები, რომლებიც განსაკუთრებულ აქტიურ ძალას წარმოადგენდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921 წ.წ.)
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა, სრულიად იქნა დაცული ძეგლის არქიტექტურული თავისებურება და ავთენტურობა.

გალერეა

ვიზიტი

დასახელება
ფასი (ლარი)
მოზრდილი
2,00
სტუდენტი (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით)
1,00
მოსწავლე (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით)
0,50
გიდის მომსახურება სასკოლო ჯგუფებისთვის
5,00
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე
5,00
გიდის მომსახურება ინგლისურ და რუსულ ენებზე
10,00
ვორქშოფები და სწავლებები ქართულ ენებზე
5,00
ვორქშოფები და სწავლებები ინგლისურ ენაზე
10,00
საგანმანათლებლო პროგრამები და ღონისძიებები - საგაკვეთილო სწავლებები
5,00

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

  • 6 წლამდე ბავშვებისთვის;
  • ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;
  • სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.