მზია ნადირაძე – 40 წელი მუზეუმში

3 1 - მზია ნადირაძე - 40 წელი მუზეუმში

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ულოცავს ქალბატონ მზია ნადირაძეს დაბადების დღეს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და იმ მნიშვნელოვანი საქმეების გაგრძელებას, რომელსაც უკვე ათწელეულებია აკეთებს. მზია ნადირაძე 1934 წლის 5 იანვარს დაიბადა. ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა, 1977 წლიდან კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორად დაინიშნა. მუზეუმი თბილისის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კერად აქცია. მზია […]

თბილისის მუზეუმების გაერთიანების პრეზენტაცია

1 - თბილისის მუზეუმების გაერთიანების პრეზენტაცია

თბილისის მუზეუმების გაერთიანების პრეზენტაცია 2016 წლის 19 დეკემბერს, თბილისის მედიათეკის ვაკის ფილიალში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილემ, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების თანამშრომლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიიღო. პრეზენტაციის ფარგლებში, წარდგენილ იქნა გაერთიანების გამოცემები. ფოტოების ავტორები: ზვიად როსტიაშვილი, ერეკლე როსტომაშვილი (თბილისის მერია).

„პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯმენტის ვორკშოპი და ზრდასრულთა განათლება”

MG 2327 - „პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯმენტის ვორკშოპი და ზრდასრულთა განათლება"

„თბილისის მუზეუმების გაერთიანების” მიერ ორგანიზებული ტრენინგი – „პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯმენტის ვორკშოპი და ზრდასრულთა განათლება” – 2016 წლის 7 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ჩატარდა. მასში მონაწილეობა გაერთიანების ცხრავე სტრუქტურული ერთეულის საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს. სამდღიან კურსს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ტრენერი, ხატია ცირამუა უძღვებოდა.

ვახტანგ ჭაბუკიანი და „კულტურის საერთაშორისო ფორუმი”

chabukianis kostiumi 1 - ვახტანგ ჭაბუკიანი და „კულტურის საერთაშორისო ფორუმი”

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის დირექტორი, დავით ჯანგველაძე აგრიპინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორის, ნიკოლოზ ცისკარიძის მიწვევით 2016 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე სამუშაო ვიზიტით ქალაქ სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარ მიზანს აგრიპინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის მემორიალური კაბინეტისათვის ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სახელით, ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმისა (ფენიქსი „წითელი ყაყაჩო“) და ფოტომასალის ასლების საჩუქრად გადაცემა […]