ბალეტი ,,ჰამლეტი”

კლავირი 1 - ბალეტი ,,ჰამლეტი''

რევაზ გაბიჩვაძის  ბალეტი  „ჰამლეტი“  იყო უკანასკნელი  დიდი  სპექტაკლი,   რომელიც  ჭაბუკიანმა  თბილისის  ოპერისა  და  ბალეტის  თეატრის  სცენაზე  განახორციელა. ბალეტის  პრემიერა  შედგა  1971 წლის 11 მაისს. პრემიერის  შემდეგ  ამ  სპექტაკლმა   მოულოდნელი  განვითარება  მიიღო.  დიდი  ქორეოგრაფი  კულტურის  მინისტრის  ბრძანებით  სამსახურიდან გაათავისუფლეს.  ამას  მოჰყვა  პროცესი  ოპერის  თეატრის  დაწვის  საქმეზე,  დაკავებულებს  აჩვენებდნენ  ყალბ  საგაზეთო  ნეკროლოგს  ჭაბუკიანზე  და  სთავაზობდნენ  ყველაფერი  მისთვის  […]