ლექცია „ვეფხისტყაოსნის გამოცემები და კოლექციები”
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 2017 წლის 15 აგვისტოს საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელიც ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად უკვე ჩატარებული ლექციების ციკლის ერთგვარი გაგრძელებაა. ლექციის თემად ამჯერად შერჩეული იყო: „ვეფხისტყაოსნის გამოცემები და კოლექციები’’. მომხსენებელმა ისტორიკოსმა და ვეფხისტყაოსნის გამოცემათა კოლექციონერმა ლევან თაქთაქიშვილმა დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მისცა მისი პირადი კოლექციიდან ‘ვეფხისტყაოსნის’ რამდენიმე რარიტეტულ გამოცემას […]