ფოლკლორის სამყარო

.jpg - ფოლკლორის სამყარო

1903 წლის ივლისში ზაქარია ფალიაშვილი სვანეთში გაემგზავრა. მანამდე კი  ქუთაისში შეუვლია ნათესავთან, რომელსაც ფონოგრაფი აჩვენა, მაგრამ ნათესავისთვის იმდენად დაუჯერებელი იყო ფონოგრაფის მეშვეობით სიმღერების ჩაწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილი შეჰპირდა, ექსპედიციიდან პირდაპირ მასთან მივიდოდა და მოასმენინებდა ჩანაწერებს. მართლაც ექსპედიციის შემდეგ კომპოზიტორი მივიდა თავის ნათესავთან, რომელმაც მას დაახვედრა  მეზობლები და ყველანი განცვიფრებით უსმენდნენ ფონოგრაფის მეშვეობით ჩაწერილ სვანურ სიმღერებს. […]