ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ხალხური ეპოსი“
თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობას. საჯარო ლექციებისა და შეხვედრების ციკლის ფარგლებში 2017 წლის 19 სექტემბერს 19:00 საათზე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა ზურაბ კიკნაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ხალხური ეპოსი“ ეპოსი, როგორც ჟანრი, თავის თავში აერთიანებს და მოიცავს: მითოლოგიურ გადმოცემებს, ზღაპრებს, ლეგენდებს, თქმულებებს და ყოველგვარ ნარატივს. ერთიან ამბავს, რომელსაც დასაწყისიც და დასასრულიც გააჩნია. […]