მიხეილ გედევანიშვილი 155

23674719 546806725655505 1546828297399124146 o - მიხეილ გედევანიშვილი 155

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი ექიმის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის მიხეილ გედევანიშვილის დაბადებიდან 155-ე, ხოლო გარდაცვალებიდან 95-ე წელს აღნიშნა. მიხეილ გედევანიშვილი დაიბადა დაბა მანგლისში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. 1889 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1890-1893 წლებში მუშაობდა ზანგეზურის (აზერბაიჯანი) მაზრის ექიმად. აქ გახსნა აფთიაქი.  1893-1895 წლებში თიანეთის მაზრის ექიმად ყოფნისას, გარდა საექიმო მოღვაწეობისა ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას. […]