მუსიკა ილიას სახლში

ილიას სახლში - მუსიკა ილიას სახლში

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან თბილისი კავკასიის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი გახდა. მკვეთრად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. თანდათან ფეხი მოიკიდა ევროპულმა კულტურამ, გაიზარდა ინტერესი ევროპული მუსიკისადმი, რომლის ნიმუშები დამკვიდრდა მუსიკალურ-ლიტერატურულ სალონებში, სადაც ჟღერდა ევროპული ინსტრუმენტები: ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავები, გიტარა, მანდოლინა, შეიქმნა ევროპული ყაიდის თბილისური და ქუთაისური სიმღერები, შესრულებული გიტარის თანხლებით ერთ, ორ და, განსაკუთრებით, სამ ხმაში. ქალაქური […]