ქართული სასცენო ქორეოგრაფიის სათავეებთან

21 დეკემბერი - ქართული სასცენო ქორეოგრაფიის სათავეებთან

21 დეკემბერს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურმა ბინა-მუზეუმმა ანანო სამსონაძის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე: ,,ქართული სასცენო ქორეოგრაფიის სათავეებთან”. ქართული საცეკვაო ხელოვნება მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში XIX-XX საუკუნეების მიჯნა მიიჩნევა, სრულიად ახალი სასცენო-თეატრალური სივრცის ათვისების პერიოდად. XIX საუკუნის I ნახევარში თბილისი მუსიკალურ-ლიტერატურული სალონებისა და საზოგადოებრივი საცეკვაო საღამოების სიმრავლით გამოირჩევა. პოპულარობას იძენს ევროპული […]