ამომავალი მზის სახლი – შემოქმედებითი საღამო

10 დეკმებერი - ამომავალი მზის სახლი - შემოქმედებითი საღამო

ახალგაზრდულმა ჯგუფმა – ,,ამომავალი მზის სახლი”, თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში შემოქმედებითი საღამო გამართა, ფორმატით – პოეზიის თეატრი. ღონისძიების თემა გახლდათ: ,,მძიმეა ტვირთი” თეატრალურად გაფორმებული გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება. ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური კომპოზიციებით. ფოტოების ავტორი: როლანდ მენთეშაშვილი