შობა მაცხოვრისა – ილია ჭავჭავაძე
დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა, რომელსაც ქვაკუთხედად ედვა ძველის აღთქმის მოძღვრება: ,,თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ”. სხვა მადლის მწყურვალმა სულმა კაცისამ იგრძნო, რომ ამ მოძღვრების საფარქვეშ ვეღარ იდგომილება დიდხანს, – და ძველი ქვეყანა ირყევა, ირღვევა, მიდის და იფუშება. იგრძნო, რომ იგი ღმერთი მსჯავრისა და შურისგებისა, ღმერთი წყრომისა და […]