ლელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია

20171121 181545 01 - ლელა წიფურიას წიგნის პრეზენტაცია

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – მიხეილ ჯავახიშვილის ბინა-მუზეუმმა ლელა წიფურიას წიგნის ,,ქართული პროზის ინტერპრეტაცია აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში” პრეზენტაციას უმასპინძლა. ნაშრომი ინტერდისციპლინარულ კვლევას წარმოადგენს, სადაც განხილულია მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები, ფილმები. ეს ნაშრომი განსაკუთრებით საინტერესოა, ხელოვნებათმცოდნეობის, რეჟისურისა და კინო და თეატრალური მხატვრობის შესწავლის პროცესში.