ვახტანგ ჭაბუკიანი
1992 წლის 6 აპრილი ვახტანგ ჭაბუკიანის გარდაცვალების დღეა. მისი მეგობარი, ჟურნალისტი, ვახტანგ ჭაბუკიანზე გადაღებული ფილმის სცენარის ავტორი – ნელი უზნაძე ,,ცეკვის ჯადოქრის“ უკანასკნელ დღეს ასე იხსენებს: „პარასკევ დღეს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ბოლო გაკვეთილი ჩაატარა, ბოლო რეპეტიცია – ნაწყვეტები დავით თორაძის ბალეტიდან „ გორდა“. შინ მისული კიბეებზე ძლივს ავიდა, ძლივს გააღო კარი და როგორც იქნა საწოლამდე მიაღწია. […]